მწყემსი კეთილი
ბალიში
45x45 cm
ფასი
60 ₾
კალათაში დაემატა
მწყემსი კეთილი
ქრისტიანულ ხელოვნებაში მწყემსი კეთილი მზრუნველობის, მფარველობისა და თავგანწირული სიყვარულის სახეა. იოანეს სახარებაში ქრისტე საკუთარ თავს მწყემს კეთილად მოიხსენიებს, ამიტომ ეს მოტივი ქრისტიანულ სიმბოლიკაში დაცვისა და სულიერი წინამძღოლობის ნიშნად იკითხება. ლევან მარგიანის შემოქმედებაში მწყემსი კეთილი თავიდანვე ჩნდება: თავად ასახელებს მას თავის ადრეულ სახარებისეულ თემებს შორის. ეს ბუნებრივიცაა — მისი მხატვრული სამყარო უმეტესად ახალი აღთქმის კანონიკურ მოტივებს ეყრდნობა, ხოლო მინიატურებში საეკლესიო კედლის მხატვრობისა და ხატწერის ტექნიკას იყენებს. ამიტომ მწყემსი კეთილი მის ვიზუალურ ენაში არა შემთხვევითი ეპიზოდი, არამედ ერთ-ერთი ძირითადი და გამორჩეული ნიშანია.
დამატებულია
არჩეული ნივთი კალათაში დაემატა.
შერჩეული ნამუშევრები
აღმოაჩინეთ მსგავსი სტილისა და მოტივის სხვა ნამუშევრები






