
Artiani-ის შესახებ
Artiani არის მამისა და შვილის თანამშრომლობა — მხატვარ ლევან მარგიანისა და გიორგი მარგიანის ერთობლივი ხედვა, რომელიც შთაგონებულია ლევანის მინიატურებით და მიზნად ისახავს, კიდევ უფრო ახლოდან გვაზიაროს იმ გასაოცარ სამყაროს, ხელოვნება რომ ჰქვია.
აქ ლევან მარგიანის შერჩეული ნამუშევრები ხელშესახებ ფორმებად გარდაიქმნება : სუფრები, ჩანთები, რანერები, დეკორატიულ ბალიშები, თავსაფრები თუ სხვა ნივთები, რომლებიც ცხოვრებას სიმყუდროვეს და ელეგანტურობას მატებს. ეს არ არის უბრალოდ ქსოვილსა და ქაღალდზე ბეჭდვა. ესაა მცდელობა — ლევან მარგიანის ნამუშევრების გაცოცხლების, ხელოვნების მშვიდ ატმოსფეროდ და ყოველდღიურ გამოცდილებად ქცევისა.
ყოველი ნივთი იქმნება ორიგინალი ნამუშევრის თითოეული დეტალის პატივისცემით — მათი სიმბოლიკის, სითბოს, რიტმისა და ემოციის შენარჩუნებით. არტიანი მინიატურას ატმოსფეროდ აქცევს : რაც ადრე კედელზე ცხოვრობდა, ახლა ჩვენს გვერდით იწყებს ცხოვრებას.
მედია


